სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებთან ბიბლიოთეკის რესურსებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 ივნისს ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი  სტუდენტებთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი იყო წიგნადი ფონდის განახლებაზე, ელექტრონული მასალების გამოყენებაზე, საერთაშორისო ელექტრონულ სამენცნიერო ბაზებზე, მის მოხმარებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებთან პერიოდულად იმართება და მისი მიზანია ბიბლიოთეკის რესურსებისა და სერვისების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება. 

გააზიარე გვერდი: