თურქეთის "ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში სტაჟირებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის თურქეთის „ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად თურქეთში სტაჟირებას შემდეგი სტუდენტები გაივლიან: ალექსანდრა ეგოროვა, ანა ქარცივაძე, ნინო კოხრეიძე, ნათია ტერტერაშვილი, მირზა თავდგირიძე, მარი მირველაშვილი, თამთა მჭედლიშვილი, მარიამი ფორჩხიძე-მეტაქსოპულო, ალი ესპანანი.

სტუდენტები თურქეთის "ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან.

კონკურსში გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით სტუდენტები განივითარებენ კლინიკურ უნარ-ჩვევებს და დარგობრივ კომპეტენციებს.

გააზიარე გვერდი: