ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ქალაქ მაიამის მოსამართლე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ
2018 წლის 28 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტს ქალაქ მაიამის (აშშ) სასამართლოს მოსამართლე მარკ სპეისერი ეწვევა, რომელიც EU-ს სტუდენტებისთვის მასტერკალსს სისხლის სამართლის პროცესში ჩაატარებს. იმიტირებული პროცესი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის - თათული დოლიძის ხელმძღვანელობით გაიმართება. სასამართლო პროცესის სხდომის თავმჯდომარე მარკ სპეისერი იქნება, პროცესის მონაწილეები კი - ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები.
ევროპის უნივერსიტეტსა და მარკ სპეისერს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქ მაიამის მოსამართლე ევროპის უნივერსიტეტში მასტერკლაებსა და ტრენინგენს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს. ამასთან, 2017 წლის შემოდგომაზე, მის მიერ ინიცირებული პროექტის გამარჯვებულმა სტუდენტმა მაიამის (აშშ) სასამართლოში ერთთვიანი პრაქტიკაც გაიარა. მარკ სპეისერი აშშ-ს პროკურატურისა და იუსტიციის სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად პროფესიულ საქმიანობას მოსმაართლის პოზიციაზე აგრძელებს.