15-17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის საერთაშორისო კვირეული გაიმართება
2018 წლის 15-17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის საერთაშორისო კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი მოსამართლეები ქართველ სამართალმცოდნეებს შეხვდებიან.
ღონისძიების განრიგი
- 15 მაისი - მინესოტას შტატის სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელს, გაეცნობიან საქართველოს სამართალდამცავი სისტემის თავისებურებებს.
- 16 მაისი - ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველ სამართალმცოდნეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აშშ-დან მოწვეული მოსამართლეების გამოცდილება გაიზიარონ და პარალელები ქართულ სამართლებრივ სისტემასთან გაავლონ. ღონისძიებას ლექციათა ციკლის სახე ექნება - თითოეული სპიკერი კონკრეტული თემის ირგვლივ 25 წუთის განმავლობაში ისაუბრებს, რის შემდეგაც მოხსენებული საკითხის შესახებ დისკუსია გაიმართება. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ.
- 17 მაისი - ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და სამართლის სპეციალისტების მონაწილეობით, ბილტმორ თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენციაზე გამოსვლისა და დასწრების მსურველებს დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცანით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს:
ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ლაშა ჩახვაძეს:
ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge.