2018 წლის16 მაისს ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციებს აშშ-ს სამართლებრივ სისტემაზე გამართავენ
2018 წლის 16 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველ სამართალმცოდნეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აშშ-დან მოწვეული მოსამართლეების გამოცდილება გაიზიარონ და პარალელები ქართულ სამართლებრივ სისტემასთან გაავლონ. ღონისძიებას ლექციათა ციკლის სახე ექნება - თითოეული სპიკერი კონკრეტული თემის ირგვლივ 25 წუთის განმავლობაში ისაუბრებს, რის შემდეგაც მოხსენებული საკითხის შესახებ დისკუსია გაიმართება.
ღონისძიების განრიგი შემდეგია:
- 10:00 – 10:30 - Coffee Break
- 10:30 – 10:45 - თამარ ზაქარაშვილის (ადვოკატი, მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული) მისალმება
- 10:45 – 11:15 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს საარჩევნო პროცესი
- 11:15 – 12:45 - მოხსენება თემაზე: სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში
- 12:45 – 13:15 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს სამართლის სკოლები
- 13:15 – 13:45 - Lunch
- 13:45 – 14:15 - მოხსენება თემაზე: ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სისტემა
- 14:15 – 14:45 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს კონსტიტუცია
- 14:45 – 15:15 - მოხსენება თემაზე: სასჯელის შეფარდების გზამკვლევი მინესოტაში
- 15:15 – 16:00 - Coffee Break
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და შეუძლიათ:
- ქართველ სამართალმცოდნეებს
- ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხური)
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
- პროფესორ-მასწავლებელებს
- სამართლის სფეროს პრაქტიკოსებს
დასწრების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზე უნდა შეავსონ. ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
ლექციათა ციკლი ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, 2018 წლის 15 მაისს აშშ-დან მოწვეული მოსამართლეები სასჯელაღსრულების მინისტრსა და ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს შეხვდებიან. 2018 წლის 17 მაისს კი ბილტმორ თბილისში კონფერენცია სახელწოდებით "მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად საქართველოს საკანონმდებლო, აღმსასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ამ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს:
ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ლაშა ჩახვაძეს:
ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge.
ღონისძიება შემდეგ მისამართზე გაიართება: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76, ევროპის უნივერსიტეტი (#506)