საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, EU-მ ვახუშტი მენაბდის ლექციას უმასპინძლა

2018 წლის 23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტმა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელმაც ისაუბრა თემაზე "როგორ უნდა წავიკითხოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემა". ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. 

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო 1921 წელს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციას და იმას, თუ როგორ შეიძლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემის წაკითხვა. აღნიშნული დოკუმენტის კონტექსტში, ისაუბრეს, სახელმწიფოს მოწყობის რა მოდელები განიხილებოდა მის მიღებამდე, რა გავლენა იქონია ამ დოკუმენტმა დღევანდელ  სახელმწიფოებრიობასა და საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებმა სტუმართან ერთად ისაუბრეს სახელმწიფოს მოწყობის საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელებზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და სხვ.

ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. არის კონსტიტუციური სამართლის შესახებ რამდენიმე კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი. 2010 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს კონსტიტუციურ სამართალში. ამავე პერიოდიდან მისი სამეცნიერო სტატიები რეგულარულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში.

გააზიარე გვერდი: