ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და naec-ის ორგანიზებით, აბიტურიენტებს უნარების იმიტირებული გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ

ევროპის უნივერსიტეტი და გამოცდების ეროვნული ცენტრი - naec აბიტურიენტებს უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობას უფასოდ სთავაზობენ. პროექტში მოსახვედრად რეგისტრაცია ამ ბმულზე 2018 წლის 4 ივნისს, 16 საათზე, უნდა გაიაროთ. ადგილების (800 ადგილი) შევსებისთანავე, რეგისტრაცია შეწყდება.

გამოცდა 2018 წლის 10 ივნისს (პირველი სექცია - 10:00სთ, მეორე სექცია - 15:00 სთ), ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა (თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76) და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში (თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17) გაიმართება. შესაბამისი დროისა და ლოკაციის შესახებ აბიტურიენტებს შეტყობინებებს გამოცდების ეროვნული ცენტრი sms შეტყობინებების სახით გაუგზავნის.

იმიტირებული გამოცდის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე. აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

„სანდო თანამგზავრი“ პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით, 2018 წლის 28 აპრილს, უნარების იმიტირებული გამოცდა 500-მა აბიტურიენტმა უკვე ჩააბარა.

ევროპის უნივერსიტეტის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის გასაგებად  მიჰყევით ამ ბმულს.

გააზიარე გვერდი: