„ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები“ - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრა სტუდენტებთან
2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 საათზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ინფორმირებულ და კანონიერ მიგრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვდრას გამართავს. ღონისძიებაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ტრეფიკინგი, საზღვარგარეთ სწავლა, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება და სხვა. გარდა ამისა, ჩატარდება როლური თამაში უვიზო მიმოსვლაზე. მონაწილეებს, სტატიაზე დაყრდნობით, საშუალება მიეცემათ მოაწყონ ჯგუფური დისკუსია ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგის ნიშნებზე.
ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) აქტიური საინფორმაციო კამპანიის ინფორმირებული და კანონიერი მიგრაცია მხარდაჭერის მიზნით იმართება, თავად კამპანია კი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
- შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (გურამიშვილის გამზ. 76), დიდ საკონფერენციო დარბაზში (506) გაიმართება.