3 ოქტომბერს, ევექსის სტუდენტურ პროგრამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ფოიეში შეხვედრა გაიმართება

2018 წლის 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტურ პროგრამასთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში ევექსის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევექსი ორ მხარეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმებულ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს, მარიამ იმედაშვილს აგზავნის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტური პროგრამაში ჩაერთო. პროგრამა სტუდენტებისთვის სრულიად უფასოდ შემდეგ მომსახურებებს მოიცავს:

  • სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას
  • ევექსის სტიპენდიის პროგრამას
  • სტუდენტების დასაქმებას
  • სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს
  • უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას

პროექტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მასში დარეგისტრირება ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია.

 

გააზიარე გვერდი: