ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - ეჯაილი HR პროფესიონალებისთვის ჩატარდა

2019 წლის 6 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია “ეჯაილი HR პროფესიონალებისთვის”, საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციისა (IPMA Georgia) და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით. 

ლექციაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განხილული იყო შემდეგი თემები:

  • HR გამოწვევები და რა უნდა იცოდნენ HR პროფესიონალებმა ეჯაილის შესახებ.
  • თამაში - სქრამის სიმულაცია.
  • კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია HR ტრენდებისა და გამოწვევების შესახებ.

ლექცია ჩაატარა ლატვიელმა სპიკერმა - ვლაძიმირს ივანოვსმა, რომელსაც გააჩნია 30 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება IT პროექტებსი მართვაში. ეჯაილ კოუჩინგსა და ეჯაილ ტრანსფორმაციაში და ტრენინგების ჩატარებაში ამ მიმართილებით, 2012 წლიდან კი კითხულობს ლექციებს RISEBA-ში. ამჟამად მუშაობს British Petroleum-ში როგორც ეჯაილ ქოუჩი (საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში) და არის კომპანიის AgileTransformer.com  თანადამფუძნებელი და დირექტორი. ვლადიმირი არის არაერთი საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატის მფლობელი, მათ შორის: Certified Agile Leadership I - CAL1, Certified Scrum Product Owner (CSPO), ITIL v3 EXPERT. 

ლექციას ესწრებოდა 30-ზე მეტი HR პროფესიონალი.

IPMA Georgia შესახებ: www.gpma.ge; FB.com: GeorgiaPMA
ევროპის უნივერსიტეტის შესახებ: www.EU.edu.ge 
ლექტორის შესახებ: https://www.linkedin.com/in/vivanov/
 

გააზიარე გვერდი: