პროექტების მართვის საფუძვლები HR პროფესიონალებისთვის - მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი

2019 წლის 13 მაისიდან 3 ივნისამდე, ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციისა (IPMA Georgia) და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება 4 მოდულისგან (8 საათი) შემდგარი მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი  „პროექტების მართვის საფუძვლები HR პროფესიონალებისთვის“.  (ოთახი - 407)

მოკლევადიან ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკვანძო საკითხები:

1.    პროექტის კომუნიკაცია და სტეიკჰოლდერების მართვა
2.    პროექტის შინაარსის მართვა
3.    პროექტის განრიგის შედგენა
4.    პროექტის ბიუჯეტის შედგენა და რესურსების მართვა
ტრენინგზე, ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა 30-მდე HR პროფესიონალი, სხვადასხვა ორგანიზაციიდან

ტრენერი: ნინო გორგაძე, PMP, MBA

⦁    პროფესიონალი პროექტების მენეჯერი (PMP)
⦁    პროექტების/პროგრამების მართვის გამოცდილება 15 წელზე მეტი
⦁    ტრენინგების/ლექციების ჩატარების გამოცილება: 6 წელზე მეტი
⦁    სექტორები: საჯარო, ბიზნეს, არასამთავრობო (IT, მშენებლობა, ეკონომიკური და სექტორული განვითარება, კონსალტინგი, მედია)
⦁    ამჟამად: IPMA Georgia აღმასრულებელი დირექტორი, პმ ტრენერი, პმ ლექტორი
⦁    განათლება: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროეტების მართვაში

IPMA Georgia შესახებ: www.gpma.ge; FB.com: GeorgiaPMA 
ევროპის უნივერსიტეტის შესახებ: www.EU.edu.ge 
ტრენერის შესახებ: https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36/
 

გააზიარე გვერდი: