ევროპის უნივერსიტეტის EU ფუტსალის გუნდის მორიგი გამარჯვება

EU ფუტსალის გუნდი  უნივერსიადის პირველ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.

დღეს, 10 მაისს, 13:00 საათზე გუნდი თელავის უნივერსიტეტს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
გოლის ავტორები გიორგი ნეგაძე, გიორგი შველიძე და გიორგი სვანიძე გახლდნენ.

გუნდს პირველი თამაში GIPA-ს ფუტსალის გუნდთან ქონდა, სადაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

30 აპრილს, EU-ს ბიჭები ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს დაუპირისპირდნენ და ისინი 3:0 ანგარიშით დაამარცხეს. გოლის ავტორები: დავით თარხნიშვილის დუბლი და გიორგი კუპრეიშვილის 1 გოლი მეტოქის კარში.

უნივერსიადის მორიგი ასპარეზობა, 3 მაისს, ქუთაისში გაიმართა, სადაც EU ფუტსალის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 7:3 დაამარცხა. გოლის ავტორები: გახლდნენ გიორგი კუპრეიშვილი დუბლით, გიორგი ნერგაძე დუბლით და დავით თარხნიშვილი, რომელმაც  ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კარში 3 გოლი გაიტანა.

7 მაისს, 12:30 საათზე, ჩვენი ბიჭები  არენა 1-ში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეებრძოლნენ და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.  დუბლი შეასრულა გიორგი ნერგაძემ, მორიგი გოლების ავტორები კი ვაკო ქსოვრელიშვილი და  გიორგი სვანიძე გახდნენ.
 

გააზიარე გვერდი: