პროგრამირების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამა პროგრამირების საერთაშორისო ასოციაციაში (ACM) ინსტიტუციურად გაწევრიანდა.
ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს ინფორმატიკის სწავლების, კვლევისა და სფეროს პროფესიონალთა ხელშეწყობის კუთხით.
ორგანიზაციას მრავალი საინტერესო პროგრამა გააჩნია სტუდენტების, პროფესორებისა და პროფესიონალებისთვის. ქვედისციპლინების მიხედვით შექმნილი ჯგუფები ყოველწლიურად ორგანიზებას უწევენ საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და სხვა აკადემიური თუ პროფესიული ღონისძიებების გამართვას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მონაწილეობით. 860 ადგილობრივი ჯგუფი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წევრებს შორის კავშირების გამტკიცებას ხელს უწყობს.
ორგანიზაციის წევრობა ასევე მნიშვნელოვანია უახლეს ლიტერატურასა და სასწავლო რესურსებზე წვდომის კუთხით, რაც ინფორმატიკის პროგრამის განვითარებისთვის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა.