ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ახალი საქმე
ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას თავაზობს (დარგის წამყვანი სპეციალისტების და ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტების შესრულებით), წარმოებაში შრომითი დავა მიიღო.
სტუდენტებმა მოისმინეს კლიენტის ინტერვიუ და მისცეს მას შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია.
ამჟამად მიმდინარეობს იურიდიული დოკუმენტების მომზადება.