ევროპის უნივერსიტეტის ვიზიტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

16 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიზიტით,  თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა. 

სხვადასხვა დარგის 9 სპეციალისტმა გამოკვლევა ჩაუტარა პანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულებს.

უნივერსიტეტმა პანსიონატის მაცხოვრებლებს მცირედი საჩუქრები და მედიკამენტები გადასცა.

დღის ბოლოს,  უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათთვის მომზადებული მუსიკალური სცენები წარმოადგინეს.
 

გააზიარე გვერდი: