ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი წარმატებით აგრძელებს მოქალაქეთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას
ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომლის საქმიანობაშიც პროფესიონალი იურისტების ზედამხედველობით აქტიურად არიან ჩართულები სამართლის პროგრამის სტუდენტები, კვლავ წარმატებით აგრძელებს მოქალაქეთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას.
ამჟამად, სამართლებრივი დახმარების ცენტრს მოქალაქემ მიმართა, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შეზღუდული ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ცენტრის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და საჭირო დოკუმენტაცია მოუმზადეს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური კუთვნილებისა.