ლანჯოუს უნივერსიტეტის (ჩინეთი) პროფესორი სტუმრად ევროპის უნივერსიტეტში!

2019 წლის 21 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტს ლანჯოუს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ჩი რუშანი ეწვია, რომელიც წლების განმავლობაში კონფუცის ინსტიტუტის ჩინური მხარის დირექტორი იყო საქართველოში.

გაიმართა ჩინელი პროფესორის შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ ლაშა კანდელაკიშვილთან.
აქვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლანჯოუს უნივერსიტეტის ქართულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი დალი ბერკაციშვილი სექტემბრიდან სწორედ ლანჯოუს უნივერსიტეტში მიემგზავრება სასწავლებლად  კონფუცის ინსტიტუტის გრანტით.
 

გააზიარე გვერდი: