მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული კვლევითი პროექტების კონკურსის შედეგები ცნობილია

13 სექტემბერს,  მედიცინის ფაკულტეტის საბჭოზე მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული  კვლევითი პროექტები, მიღებულ დასკვნებთან ერთად , შესაბამისი ექსპერტების შეფასებით განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორივე კვლევითი პროექტის დაფინანსებას. 
კონკურსში მონაწილეობას შემდეგი კველივითი პროექტები იღებდნენ: 

  1. "ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიოთერაპიის შემდგომი ყელის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა პრეპარატ ისლა მინთით“.  ავტორები: მედიცინის დოქტორი, შორენა წიკლაური და მედიცინის დოქტორი, თინათინ გოგნაძე.
  2. "სისხლძარღვშიდა და სისხლძარღვთა ფაქტორების კომპლექსური შესწავლა ახალგაზრდებში სისხლის დენადობის დადგენის მიზნით", ავტორი: ბიომედიცინის დოქტორი, მაია მანწკავა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე კვლევით პროექტში ჩართულია 3-3 სტუდენტი. ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ შიდა საგრანტო დაფინანსებები ხელს შეუწყობს ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებითი პროექტების განხორციელებას. 

გააზიარე გვერდი: