ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მეშვიდე სტუდენტურ კონფერენციას აცხადებს
ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მეშვიდე სტუდენტურ კონფერენციას აცხადებს, რომელიც 2019 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
მონაწილეობის მსურველებმა:
11 ნოემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების სახელწოდება, თემის ხელმძვანელის სახელი და გვარი და სტატია, ელექრონული ფოსტით, მისამართზე: studentconference@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითონ კონფერენციის დასახელება. სრული მოხსენება (თემა) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 2 დეკემბრამდე.
ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში, გადაეცემა სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის სახელმძღვანელო წესები:
სტატია (3-5 გვერდი)
სტატიის სათაური (Times New Roman= 14 / B) , ავტორის და ხელმძღვანელის სახელი და გვარები, მათი ელეტრონული მისამართები და უნივერსიტეტის დასახელება
სტრუქტურა:
1. შესავალი
2. მთავარი ნაწილი
3. დასკვნა,შეჯამება
4. გამოყენებული ლიტერატურა
ტექნიკური მოთხოვნები:
MS Word, ფორმატი - A4, დაშორება სიტყვებს შორის - 2.5, შრიფტის ზომა - 11, ხაზებს შორის მანძილი - 1.15, გამოიყენეთ გრაფიკული მასალა (JPG /GIF)
შენიშვნა: ნაშრომის სწერისას უნდა გამოიყენოთ APA სტილი (https://www.youtube.com/watch?v=10eg_GB_A9E)
კონფერენციის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა და ციტირება - 5ქულა
2. სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა - 5 ქულა
3. საკვლევი თემის მნიშვნელობა: პრობლემა, საკვლევი თემის აქტუალობა და ფორმულირება - 10 ქულა
4. კვლევის მიზნები - 10 ქულა
5. კვლევის მეთოდოლოგია - 10 ქულა
6. დასკვნა. კვლევის მეცნიერული ღირებულება ან/და კვლევის შედეგების შესაძლო პრაქტიკული გამოყენება - 10 ქულა
ჯამური ქულა - 50
ნაშრომები, რომლებიც შეფასდება 41 და მეტი ქულით, გამოქვეყნდება სტუდენტურ ჟურნალში: “Biomedical and Core Clinical Research Practice” - ინგლისურ ენაზე.
გისურვებთ წარმატებებს!