ევროპის უნივერსიტეტი WSB University-ის საერთაშორისო ფორუმზე

7-9 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თამარ კერძაია, მოხსენებით გამოვიდა პოლონეთში, WSB University-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე „Internationalization of Higher Education – Student as a Subject of University Activities.“
ფორუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის, მემორანდუმები გაფორმდა, რომელიც მიზნად ევროპულ უნივერსიტეტებში სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლით პროგრამებში ჩართვას; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და ორმაგი დიპლომების გაცემას ისახავს. 
ვიცე-რექტორი, საპატიო სტუმრის რანგში, WSB University-ს საზეიმო ინაუგურაციაზეც მიიწვიეს. 
 

გააზიარე გვერდი: