კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის მედიკოს სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციის - IFMSA-ს (International Federation of Medical Students’ Association) პროექტში მონაწილეობის მისაღებად. 

პროექტი სტუდენტის მიერ 2020 წელს 28 დღიანი კლინიკური პრაქტიკის გავლას პროექტში მონაწილე ქვეყნებიდან (საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვია და ბოსნია-ჰერცოგოვინია) ერთ-ერთში ითვალისწინებს. 
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებს;
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა 2018-19 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ყველა სასწავლო კურსში A შეფასება;
გ) კონკურსზე რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ პასპორტის ასლი მეილზე: studentinfo@eu.edu.ge.

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
ა) გამოგზავნილი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან;
ბ) სტუდენტების მიერ განვლილი სასწავლო კურსების ინტეგრირებული ტესტი.
2. კონკურსში გამარჯვებული ოთხი სტუდენტიდან თითოეული ირჩევს ერთ-ერთ ზემოთმოცემულ ქვეყანას. საუნივერსიტეტო კლინიკის არჩევა ხდება მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციის მიერ.
3. ქვეყნის არჩევის პრიორიტეტი მიენიჭება კონკურში მონაწილე ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტს.

კონკურსის შედეგად სულ 4 გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდება. 

გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ 8 ნოემბრი ჩათვლით,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studentinfo@eu.edu.ge 


 

გააზიარე გვერდი: