ევროპის უნივერსიტეტში, სწალების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა

9 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში, სწალების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა. 

ტრენინგს  ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ექსპერტი, ასისტენტ პროფესორი და ტრენერი - თამარ კერძაია უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: 

•    სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მახასიათებლები;
•    საქართველოში არსებული ზოგადი და საუნივერსიტეტო აკრედიტაციის სტანდარტები;
•    კურსის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები;
•    სწავლის მიზნებისა და შედეგების სწორი ფორმულირება და  სწავლისა და შეფასების სათანადო მეთოდების შერჩევა.

ოთხ საათიან ტრენინგს ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი ესწრებოდა.
 

გააზიარე გვერდი: