საერთაშორისო ტრენინგ-კურსი ევროპის უნივერსიტეტში

2019 წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ ჩატარდა.

ტრენინგ-კურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კურსის მონაწილეებს, ტესტირების ჩაბარების შედეგად, სერტიფიკატები გადაეცათ. 

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

პროფესორი დევიდ კოლბე ვალპარაისოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორია (აშშ. ინდიანას შტატი). იგი გახლავთ ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის და ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

გააზიარე გვერდი: