ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა ევროპულ  გაცვლით/დასაქმებით პროგრამებში. 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ევროპული ენების ინსტიტუტის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და მათ მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიაში არსებულ  ანაზღაურებად სტაჟირებებზე. 

შეხვედრას ევროპული ენების ინსტიტუტიდან ესწრებოდნენ: ჰარალდ ქრისტიან ჰორნუნგი - ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი; თეა ფეტელავა - ევროპული ენების ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი და ნინო აბრალავა - სამედიცინო უნივერსიტეტის ენების ცენტრის და DAAD-ის საპატიო ელჩი.
 

გააზიარე გვერდი: