ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს შორის, 2019 წლის 18 დეკემბერს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ.

მემორანდუმის მიზანია:

1.    აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
2.    მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
3.    სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
4.    ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.

გააზიარე გვერდი: