2019 წლის 21 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
2019 წლის 21 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მედიცინის აქტუალური, კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები. სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა მოხდა დარგის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ.
გამოვლინდა სამი საუკეთესო თემის ავტორი:
I ადგილი - ალიკია ჩიპურუპალი;
II ადგილი - სარაბუ ვენკატა ნაგა მეღანა; იუგდიპ სინგჰ დუდი;
III ადგილი - ნიხილ კუმარი; დრუვი ჩაუჰანი
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. ხოლო საუკეთესო მომხსენებლებს სერთიფიკატებთან ერთად სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდოები.