სამართლის კლინიკის (street law) დაჯილდოების ცერემონია

21 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტში, პრაქტიკული სამართლის კლინიკის (street law) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

კლინიკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრანტების მიერ, სამართლის სხვადასხვა თემაზე თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

ამჟამად, კლინიკამ თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან ითანამშრომლა. პროექტის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, კლინიკის ხელმძღვანელმა ეკა კაველიძემ სკოლის მოსწავლეები შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

გააზიარე გვერდი: