ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლის მიზნით
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ,,ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრში’’ სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლის მიზნით. აღნიშნული კლინიკა არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული კლინიკა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი აპარატურით. პრაქტიკის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კლინიკური პრაქტიკის პერიოდი:
7 -31 ივლისი, 2020 წელი
დასაშვებობა:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებს.
პრაქტიკის ღირებულება:
პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასო.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 სტუდენტი.
განაცხადი:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 4 ივლისის 18:00 საათისა.
შერჩევის კრიტერიუმები:
კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
გასაუბრებისას შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაში. მაქსიმალური შეფასება - 50 ქულა.
კონკურსში გაიმარჯვებენ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრების მიხედვით საუკეთესო ქულებს მიიღებენ.
გასაუბრების დრო:
გასაუბრება ჩატარდება 6 ივლისს.
შედეგების გამოცხადება:
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 6 ივლისის 18 საათისა.
კონტაქტი:
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: studentinfo@eu.edu.ge
განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე: შეავსეთ განაცხადი