“ევროპის უნივერსიტეტი“ სიმულაციური პაციენტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
“ევროპის უნივერსიტეტი” მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე სიმულაციური ცენტრისთვის პაციენტის როლის შემსრულებლის (სიმულაციური პაციენტი) პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში.
სიმულაციური პაციენტის პოზიცია ანაზღაურებადია და მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:
- ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან,
 - საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით
 - შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით
 - მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა,პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ)
 - საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35
გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოდო განრიგიდან გამომდინარე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება
 - ქართულ ენაზე გამართული მეტყველება - ქართულენოვან პროგრამაზე
 - ინგლისური ენის B1 დონე (მეტყველება, წერა) - ინგლისურენოვან პროგრამაზე
 
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: simulationcenter@eu.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა:  2024 წლის 24 აგვისტო.
მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. დავუკავშირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.