ევროპის უნივერსიტეტი ატარებს მეოთხე საშობაო ოლიმპიადას ინფორმატიკაში

2018 წლის 17 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტი ატარებს მეოთხე საშობაო ოლიპმიადას ინფორმატიკაში. ოლიმპიადა 2 ნომინაციით ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება უფასოა.

  • კომპიუტერული ნომინაცია (4 საათი) - დაპროგრამების მცოდნეთათვის. ეს შეჯიბრება ჩატარდება სტანდარტული ACM ICPC სისტემით.
  • უკომპიუტერო ნომინაცია (3 საათი) - XI-XII კლასელთათვის, მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს დაპროგრამების საფუძვლებს. ამ ნომინაციაში მონაწილეებს შევთავაზებთ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია რეალურ დროში კომპიუტერის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიაგნებს ამოხსნის სათანადო ალგორითმს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 15 თებერვლისა (21:00 სთ).

განაცხადში მიუთითეთ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა, კლასი, მობილურის ნომერი, ინფორმატიკის/მათემატიკის მასწავლებლის გვარი, სახელი. წერილის სათაურის ველში ჩაწერეთ - ინფორმატიკის მეოთხე საშობაო ილიმპიადა, ტექსტში კი მიუთითეთ, რომელ ნომინაციაში გსურთ მონაწილეობის მიღება.

კომპიუტერული ნომინაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო უკომპიუტერო ნომინაცია - 13:00 საათზე. ოლმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ევროპის უნივერსიტეტი და ღონისძიების სპონსორი - კომპანია "ლუნა გრუპი" შესაბამის დიპლომებსა და პრიზებს გადასცემენ.

სასარგებლო ამოცანები ადრინდელი ოლიმპიადებიდან:

გააზიარე გვერდი: