ევროპის უნივერსიტეტში უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიართა
3 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, პოლონეთში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეხვდა. სამსახურის ხელძღვანელმა, ლაშა ჩახვაძემ, პოლონურ უნივერსიტეტებსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ბოლო დროს მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, გაცვლითსა და საზაფხულო პროგრამების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ქეთი ხითარიშვილმა, სტუდენტებს პარტნიორი უნივერსიტეტის საზაფხულო აკადემიის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა და პოლონეთში შეძენილი ცოდნის საფუძველზე, ტრენინგი - „დროის მართვა“ ჩაატარა.