"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 4 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის მენეჯერი - მაკა ქორიძე და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ლაშა ჩახვაძე. უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა პირველკურსელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს სტუდენტთა შეფასების სისტემასა და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაზე.