ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 29 სექტემბერს ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის მართვის უფროსი - მაია ხურცილავა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ლაშა ჩახვაძე, სპორტის, კულტურისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - დავით ლოლუა და ამავე ფაკულტეტის მენეჯერი - ნინო გადილია. 

უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა პირველკურსელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს სტუდენტთა შეფასების სისტემასა და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაზე.

გააზიარე გვერდი: