ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორი თომას პოუპი სამართლის სპეც-კურსს გაუძღვება
ევროპის უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი, სამოქალაქო სამართლის ექსპერტი და ადვოკატი - თომას პოუპი ეწვია, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსს - "სამოქალაქო სამართლაწარმოება აშშ-ში" გაუძღვება! ლექციებზე, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართება, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკელი ექსპერტის თვალით დანახულ აშშ-ს სამოქალაქო სამართალწარმოებას საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში გაეცნონ. შესაბამისი ტესტირების ჩაბარების შემდგომ, გაიცემა ავსტრიის საერთაშორისო სამართლის სწავლების ცენტრის სერტიფიკატი.