25 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება
2017 წლის 25 სექტემბერს, 11 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტის" ყველა სტუდენტს უნივერსიტეტის ეზოში ველოდებით.
- უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები და ლექტორები სტუდენტებს 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ.
- პროექტ "აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტის" გამარჯვებულებისთვის, რომლებმაც უნივერსიტეტის 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
- ფურშეტი უნივერსიტეტის ეზოში.
- ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონია.