"ვროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ამერიკელი ექიმი - აირის დრელიჩი წაუკითხავს ლექციებს
6-13 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტი ფარმაკოლოგიის დოქტორს - აირის დრელიჩს უმასპინძლებს, რომელიც მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის სალექციო კურსს ჩაატარებს. აირის დრელიჩი “ჯექსონის ჩრდილოეთ სამედიცინო ცენტრის“ (მაიამი, ფლორიდა) ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსია. ის ცნობილია, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და ლიდერი თავის სფეროში.
რაც შეეხება თავად “ჯექსონის ჩრდილოეთ სამედიცინო ცენტრს“, ის არის არაკომერციული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ცენტრს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მისი უამრავი დამსახურებისა და მიღწევისათვის.
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მოხარულები არიან, რომ ასეთ პროფესიონალთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ და მოუთმენლად ელიან მის ვიზიტს!