სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ტრენინგ-კურსი საქართველოში

პირველად საქართველოში! 2017 წლის 16-20 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ რენე კასინის ფონდის მიერ დაარსებული „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ერთკვირიან ტრენინგ-კურსს ჩაატარებს!

თქვენ შანსი გეძლევათ კვალიფიკაცია აიმაღლოთ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან, როგორებიც არიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. სალექციო კურსისთვის კანდიდატებს  „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“ თავად შეარჩევს. კურსის დაწყებამდე მონაწილეებს გადაეცემათ მეხსიერების ბარათები, რომელზეც აღბეჭდილი იქნება სასწავლო კურსის სრული მასალა, რომელიც შემდგომში გამოცდის ჩასაბარებლად იქნება საჭირო. ტრენინგის წარმატებით დასრულებისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.

ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებული - ფინალური ტესტის ლაურეატი კი სპეციალური ჯილდოს მიიღებს - ის სტრასბურგის ყოველწლიურ სასწავლო კურსზე  2018 წლის ივლისში ერთი თვით მიიღებს მონაწილეობას.   

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის მცოდნე:

  • მაგისტრებს, მოსამართლეებსა და სამართლის ექსპერტებს.
  • პროფესორებსა და მკვლევრებს.
  • ქართველ და საერთაშორისო ოფიციალურ პირებს.
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამართლის სტუდენტებს.
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება აქვს.

ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისათვის სასწავლო კურსის ღირებულება - 50 ევრო, სხვა პირებისათვის კი 100 ევრო იქნება.

„ევროპის უნივერსიტეტი“ თავის სტუდენტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს და ისინი აღნიშნული პროგრამის გავლას მხოლოდ 35 ევროდ შეძლებენ.

ტრენინგ-კურსზე დასარეგისტრირებლად, გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი. გისურვებთ წარმატებებს!

ტრენინგ-კურსის პროგრამას გაეცანით აქ, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კი მოგვმართეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 000 171 (116).

გააზიარე გვერდი: