"ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მიღებას მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს
"ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მიღებას მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები მენეჯმენტში, სწავლის გარკვეულ ეტაპზე გაიღრმავოს ცოდნა კონკრეტულად ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით და მოიპოვოს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში.
პროგრამაზე მოსახვედრად, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე B კატეგორიის ტესტი უნდა ჰქონდეს დაწერილი, უნივერსიტეტი კი მისთვის სპეციალურ, შიდა გამოცდას ინგლისურ ენასა და მიკროეკონომიკაში ჩაატარებს. სტუდენტისთვის სავალდებულოა ინგლისურ ენას B2 დონეზე ფლობდეს. უნივერსიტეტი უცხო ენაში, როგორც წერით, ისე ზეპირ გამოცდას ჩაატარებს.
უნივერსიტეტის შიდა გამოცდები სექტემბერში დაინიშნება - კონკრეტული თარიღი ჩვენს ვებსაიტსა და facebook გვერდზე განთავსდება. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სწავლის გადასახადი 2500 ლარია.
გისურვებთ წარმატებებს და გელით "ევროპის უნივერსიტეტში"!