რატომ უნდა შეაჩერო შენი არჩევანი "ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა მიღება ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ადმინისტრირების, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების, ასევე პროგრამირებისა და ვებ-დეველოპმენტის საბაკალავრო პროგრამებზე გამოაცხადა. ფაკულტეტი გთავაზობს შემდეგს:
✔ფაკულტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მემფისის უნივერსიტეტთანაც.
✔ ფაკულტეტზე, ლექციების წასაკითხად, რეგულარულად ჩამოდიან აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორები. ამასთან, სტუდენტებს შანსი აქვთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორების სპეც-კურსებს ჩვენივე უნივერსიტეტის აუდიტორიებში დაესწრონ. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი ენიჭებათ ბეჯები, რაც ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში თავსდება. აღნიშნული კი მათ უცხოელ დამსაქმებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათი ცოდნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს.
✔ფაკულტეტი ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების ჯგუფს ქმნის იმისთვის, რომ მათ მიჩიგანის უნივერსიტეტიტადან მოწვეულმა პროფესორმა, ლექციები ოპერაციულ მენეჯმენტში წაუკითხონ.
✔ ფაკულტეტს აქვს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი - „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელიც არის არა მხოლოდ რეფერირებადი, არამედ ინდექსირებადი ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, როგორებიც OAJI, SIS, Google Scholar და Index Copernicus-ია.
✔ფაკულტეტს აქვს გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ინსტიტუტიც, რომელშიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს. ინსტიტუტის ორგანიზებით, ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციები ეწყობა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე ევროპელი მეცნიერები იღებენ ხოლმე.
"ევროპის უნივერსიტეტი" - მიიღე ევროპული განათლები საქართველოში!