იმიტირებული სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში
2017 წლის 2 ივლისს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბაზაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. სტუდენტებს სამართლებრივი არგუმენტის ჩამოყალიბებასა და მის გადმოცემაში ტრენინგი ჩაუტარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, პროფესორმა მარიამ ცისკაძემ.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში შეჯიბრი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შესაბამისად, სტუდენტებმა ამ კუთხით დიდი გამოცდილება მიიღეს.