საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსი
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა რეგისტრაციას საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსზე: ,,სამოქალაქო სამართალწარმოება აშშ-ში საერთაშორისო სამართლის შედარებით კონტექსტში’’.
კურსს გაუძღვება სამხრეთ კაროლინას შტატის ადვოკატი ტომას პოპი.
კურსის ხანგძლივობა: 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით.
გამოცდის ჩაბარების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსი არის უფასო. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გამოგზავნილი აპლიკაციების გადარჩევის გზით.
ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე) სავალდებულოა.