წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსი ფინანსებში ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
2017 წლის 2 ივნისს დაიწყო და 7 ივნისამდე გაგრძელდება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ფინანსებში, რომელიცავტორიზებულია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ილინოისის ურბანა-შამპანის უნივერსიტეტის მიერ. კურსს უძღვება ილინოისისუნივერსიტეტის პროფესორი, ნენსი სკანელი. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ამერიკული უნივერსიტეტისფიზიკური და ელექტრონული სერტიფიკატი (Badge 1). კურსი სტუდენტებისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება ევროპის უნივერსიტეტის მიერ.
მაღალი დონის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.