პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში სტუდენტებისთვის
მთავარი პროკურატურა აცხადებს კონკურსს პრაქტიკანტის 4 ადგილზე.
სამუშაოს აღწერა
პრაქტიკანტის მოვალეობები იქნება:
• კვლევა სამართლის და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე
• ოფიციალური დოკუმენტების (წერილები, სასამართლო შუამდგომლობები და აშ) შედგენა • თარგმანი ან ტექნიკური დავალებები (სრული სამუშაოს არაუმეტეს 20%)
სამუშაოს პირობები
• სამუშაო დატვირთვა მინიმუმ 20 საათი კვირაში, სტუდენტის დატვირთვის მიხედვით, სწავლისგან თავისუფალ პერიოდში 30 საათი და გამოცდების პერიოდში 8 საათი კვირაში
• ნაწილობრივ შესაძლებელია სახლიდან მუშაობა, სრული დატვირთვის არაუმეტეს 40%
• საჭირო სამუშაო სივრცე და მოწყობილობები მთავარი პროკურატურის შენობაში
• სრული ხანგრძლივობა შეთანხმებით, მინიმუმ 6 თვე
მოთხოვნები
• სამართლის სკოლის ბაკალავრის მე-3-4 კურსის სტუდენტი.
• არ არის სავალდებულო, მაგრამ დიდი უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს.
• სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ინტერნეტში მასალების მოძიების და ანალიზის კარგი უნარები.
მიღების პროცესი
• კანდიდატებმა უნდა შეავსონ ჰიპერლინკზე არსებული ფორმა (იხილეთ ლინკი ვაკანსიის ბოლოს), ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი.
• ფორმის შევსების შემდეგ კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ზოგად უნარებში და ჩაუტარდებათ ინტერვიუ.
• შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტის რეკომენდაცია.
პრაქტიკის შედეგი
პრაქტიკის დასრულების შემდეგ პირს მიეცემა შესაბამისი სერთიფიკატი და რეკომენდაცია იმისდა მიხედვით თუ რამდენად წარმატებით გაიარა პრაქტიკა.
სააპლიკაციო ფორმა
წყარო: სტუდენტური ფორუმი