ევროპის ქვეყნებში მოხალისეობრივ პროექტში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ევოპის უნივერსიტეტსა და AIESEC-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, დაიწყო ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგადაც სტუდენტები საზღვარგარეთ მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში გაემგზავრებიან.

იმისთვის, რომ სტუდენტი აღნიშნული პროექტის კონკურსანტი გახდეს, მინიმუმ ინგლისური ენის B1 დონეს უნდა ფლობდეს. სულ დაფინანსდება ევროპის უნივერსიტეტის 4 სტუდენტი, რომელთაგა 2 100%-იან დაფინანსებას მიიღებს, 2 კი - 50%-იანს. სტუდენტები ორ ეტაპად შეირჩევიან, რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნათია როსტომაშვილს:

  • Tel: 577 67 77 79
  • e-mail: natiarostomashvili@eu.edu.ge 
გააზიარე გვერდი: