ევროპის უნივერსიტეტმა ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? გამარჯვებული გამოვლიანა
2018 წლის 14 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? თამაში 3 ტურისგან შედგებოდა, გუნდები კი 5 სტუდენტისგან იყო დაკომპლექტებული. თამაშის შეკითხვები ამოწმებდა, მონაწილეთა როგორც საგნობრივ ცოდნას, ასევე ზოგად განათლებასაც. თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - F4 შემადგენლობით: ფუთრედდი სანდაი ბჰარვაგმ პანთენალ შრუტი აბჰიშეკ, ქასულა აპარნა გოპაკუმარ, დუნგა ჯეევანა ლაკშმი და პრიიანშუ რაჯ კუმა. თითოეულ მონაწილეს ევროპის უნივერსიტეტმა სერტიფიკატი გადასცა, გამარჯვებულებს კი წამახალისებელი პრიზები.