ევროპის უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 17 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით, ჯგუფმა უნივერსიტეტის მისიის, ღირებულებებისა და ხედვის განახლებულ დოკუმენტზე იმსჯელა

ევროპის უნივერსიტეტში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიის შესაბამისად,  განახლებულ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტს ექნება ახალი შვიდწლიანი სტრატეგიული და მონიტორინგის გეგმები, ასევე სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

 

გააზიარე გვერდი: