28 აპრილს ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მე-12 კლასელებს უფასოდ შეეძლებათ

28 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მოანაწილეობა მე-12 კლასელებს (აბიტურიენტებს) სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ამისათვის, ჩვენს ვებსაიტზე განთავსებულს ბმულზე - https://online1.naec.ge/bngat რეგისტრაცია 23 აპრილის 16:00 საათიდან 27 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიაროთ. რეგისტრაციის გავლა სულ 500 აპლიკანტს შეეძლება, ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება. 

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდებააბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ჩატარდება 28 აპრილს ორ სესიად ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76. ევროპის უნივერსიტეტის შენობაში. სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას  ირჩევს.

„სანდო თანამგზავრი“ პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. „სანდო თანამგზავრი“ წელს ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას  ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“, სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს.

სადიაგნოსტიკო ტესტირებისათვის დარეგისტრირების საშუალება მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს ექნებათ, რომლებსაც თებერვლისა და მარტის თვეებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

გააზიარე გვერდი: