ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ ინდექსირებადი ERIH PLUS-ში გახდა

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი ინდექსირებადი გახდა საერთაშორისო საძიებო ბაზაშიERIH PLUS (European Reference Index for the Humanities and the Social Sciences), რომელსაც ადმინისტრირებას უკეთებს Norwegian Social Science Data Services (ნორვეგია), რაც ჟურნალის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.

გლობალიზაცია და ბიზნესი ევროპის უნივერსიტეტში 2016 წლიდან გამოდის. ჟურნალში სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდება. ამ დროის განმავლობაში, ჟურნალში გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების საინტერესო სამეცნიერო კვლევების შედეგები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, მის მსოფლიო სამეცნიერო და კვლევით ურთიერთობებში აქტიურ ჩართვას.

 

გააზიარე გვერდი: