ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტუდენტურ სამეცნიერო-საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციისთვის
ევროპის უნივერსიტეტი სამეცნიერო-საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებისთვის რეგისტრაციას აცხადებს. ღონისძიების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას. საკონფერენციო ნაშრომის თემას თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად შეარჩევს, შემდეგ კი შესაბამისი სალექციო კურსის ხელმძღვანელთან გაივლის კონსულტაციას.
კონფერენციის ფარგლებში იქნება შემდეგი სექციები
- ბიზნესი და ეკონომიკა
- ტურიზმი
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამართალი
- ფილოლოგია
- ფსიქოლოგია
- მედიცინა
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სექციის მიხედვით გამოვლინდება თითო საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის დასკვნით ნაწილში და სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა პრიზი.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტატიის გაფორმების წესი
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:
- ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველი: ზედა- 2,0 სმ. ქვედა - 2,0 სმ. მარცხენა - 3,0 სმ, მარჯვენა 1,5 სმ.
- შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Time New Roman ინგლისური ტექსტისთვის; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12).
- სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5.
- სახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ - ფორმატში TIFF 300dpi, 600dpi.
- ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation.
- სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 გვერდს;
- სტატია გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილში.
რეზიუმე
- კეთდება ქართულ და ინგლისურ ენაზე, ინგლისურენოვან თემაში მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
- რეზიუმე მოკლედ და ზუსტად უნადა ასახავდეს თემის ძირითად შინაარსსა და შედეგებს.
- სიტყვათა რაოდენობა 80- 120.
კონფერენციის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
- დარგობრიცი ცოდნა
- უცხოური ლიტერატურის გამოყენება
- არგუმენტაციის უნარი
- ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვა
- კანდიდატის წარმომადგენლობა (ვიზუალური მხარე)
- დისკუსია / დებატებში ჩართულობა
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნაშრომები პლაგიატზე შემოწმდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით!
მნიშვნელოვანი თარიღები
- 21 მაისი - სტატიის (არაუმეტეს 8 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადა.
- 27 მაისი - საფაკულტეტო კონფერენციის ჩატარების თარიღი.
- 15 ივნისი - საუნივესიტეტო კონფერენციის ჩატარების თარიღი.
სტუდენტის მიერ შერჩეული თემის სათაურის შესაბამისად, ნაშრომები უნდა გადააგზავნოთ შესაბამის ფაკულტეტებთან (ორივე ელ-მისამართზე)
- ბიზნესი და ტექნოლოგიები:
ელ-ფოსტა: tkhoshtaria@eu.edu.ge; studentconference@eu.edu.ge
- სამართლი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:
ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge; studentconference@eu.edu.ge
- მედიცინა:
ელ-ფოსტა: tamuna_chkoidze@yahoo.com; studentconference@eu.edu.ge