8 ივნისს ევროპის უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
2018 წლის 8 ივნისს ევროპის უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დასაქმების პორტალი www.hr.ge-ის ორგანიზებით გაიმართება. ფორუმის ჩატარებამდე კი დასაქმების პორტალი კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დასაქმების ფორუმში ონლაინ რეჟიმშიც ჩაერთონ.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
- შეავსონ CV ონლაინ
- ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
- გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
- მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi
დასაქმების ფორუმი 8 ივნისს ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე) გაიმართება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.